მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც გვიყვება  ჰეზბოლას დანაშაულებზე ქალების წინააღმდეგ. ყველამ იცის ISIS-ის სექს-მონების და 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების მიერ გატაცებული ისრაელელი ქალების ჯგუფური გაუპატიურების შესახებ. ჰეზბოლა ასევე მონაწილეობს ქალთა წინააღმდეგ საშინელ დანაშაულებში. ჰეზბოლას ტერორისტები სირიასა და ერაყში ქალებს იტაცებენ და სექს მონებად აქცევენ.

ერთ-ერთმა ქალმა, რომელმაც მონობას თავი დააღწია, გადაწყვიტა თავისი საშინელი ამბავი მსოფლიოსთვის მოეყოლა.  ანიმაციურ ვიდეოში ისტორიას ქალი საკუთარი ხმით ყვება.

წარმოგიდგენთ, სირიის ქალაქ რაქაში მცხოვრები ბედნიერად გათხოვილი,  20 წლის ქალის ალიას ისტორიას, რომელიც  ნათელს ჰფენს ჰეზბოლას სექსუალური და ადამიანებით ვაჭრობის ოპერაციებს. ტერორისტები  ნადირობენ სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვითომდა იცავენ.

ჰეზბოლა ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა ძალაუფლებით მშობლიურ ლიბანში და წლების განმავლობაში სირიაში, ერაყსა და იემენში.

ჰეზბოლა მასობრივად ამონებს ქალებს, რათა დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა და გაამდიდროს პარტიული ელიტები. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ჰეზბოლას ორ მაღალჩინოსანს, რომელთა დანაშაულში შედის სექს-ტრეფიკინგი: ერთი მართავდა პროსტიტუციის ქსელს ლიბანში, რომელიც ძირითადად სირიელი ქალებისგან შედგებოდა,  ხოლო მეორეს კონტრაბანდულად გადაჰყავდა გამბიელი ქალები არაბულ ქვეყნებში და ყიდდა.

ჰეზბოლას უმაღლესი ხელმძღვანელობა იმალება ღვთისმოსაობის ფასადის მიღმა – რეალურად კი ესაა ბორიტი ტერორისტების სახე!

Recommended Posts

კატეგორიის გარეშე მსოფლიო

ისტორიის გალავანი – რას გვიამბობს ჩინეთის დიდი კედელი?

ჩინეთის დიდი კედელი (ჩინურად: 长城 – ჩანჩენ) წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და შთამბეჭდავ არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა და დღესაც მსოფლიოს თვალში ჩინეთის სიმტკიცისა და ცივილიზებული ტრადიციის სიმბოლოა. ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ ძვ. წ. VII საუკუნეში, როდესაც […]

Michael
მსოფლიო

„მოსადის“ ლეგენდარული  აგენტი გარდაიცვალა – რა არის ცნობილი „ჩრდილის ქალის“ შესახებ?

ალიზა მაგენი, ისრაელის სადაზვერვო საზოგადოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირი, დღეს, 14 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგენი, მეტსახელად „ჩრდილის ქალი“, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მსახურობდა დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების ინსტიტუტში და იყო პირველი და ერთადერთი ქალი, რომელმაც ორგანიზაციის […]

Michael