მიმდინარე ომმა, ლიბანის რაკეტებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ისრაელში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მიანიჭეს ლაზერული იარაღის შემუშავებას, რომელიც შექმნილია ამგვარი საფრთხეების შესაჩერებლად. ცაჰალში აცხადებენ, რომ “რაფაელის” მიერ წარმოებული ახალი ინოვაცია- „მაგენ ორის” ლაზერული თავდაცვის სისტემა საზღვრებთან უკვე მომავალ წელს განთავსდება.

ლაზერული სისტემა ინტეგრირებული იქნება “რკინის გუმბათთან”, რომელიც ასევე შეიქმნა რაფაელის მიერ და ფუნქციონირებს 2011 წლიდან. გეგმის მიხედვით, დახვეწილი ალგორითმი დაადგენს, როდის უნდა გააქტიურდნენ ლაზერები და როდის გაუშვას რკინის გუმბათმა „ტამირის“ ჩამჭრელები.

აღსანიშნავია, რომ “რკინის გუმბათი” ახერხებს ისრაელისკენ  გასროლილი საჰაერო საფრთხის 90%-ზე მეტის განადგურებას. სისტემას უჭირდა ჰეზბოლას ფეთქებადი დრონების ჩაჭრა და ეს ქმნიდა დამატებით აქტუალობას ლაზერული სისტემის შემუშავებისთვის.  აქვე უნდა ითქვას ისიც,  რომ სირთულე ძირითადად საფრთხის გამოვლენასა და „კრიმინალიზაციაშია“, ანუ სისტემა  დარწმუნდეს,  რომ ეს მართლაც მტრის თვითმფრინავია და არა ისრაელის საჰაერო ძალების.

ისრაელის ახალი ინოვაცია – ”რკინის სხივი”

პირველ რიგში, ლაზერის მუშაობის ღირებულება ძალიან დაბალია. თითოეული „გასროლის“ ფასი მხოლოდ რამდენიმე დოლარია, მაშინ როცა „რკინის გუმბათის“ სისტემით გაშვებული Tamir-ის ყოველი ჩამჭრელის საშუალო ღირებულება 50 000 დოლარია.

გარდა იმისა, რომ გაცილებით იაფია, ვიდრე ტრადიციული საჰაერო თავდაცვა, ლაზერული სისტემა არ საჭიროებს გადატვირთვას. ამავდროულად,  ლაზერი ურტყამს მიზანს წამებში, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე კინეტიკური ჩამჭრელები.

ეჭვგარეშეა, რომ Magen Or-ის ლაზერული სისტემის გამოჩენა საზღვრებზე  მკვეთრად და დადებითად გააუმჯობესებს ისრაელის შესაძლებლობებს.

ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს რაფაელის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის გამოყენებით საექსპორტო სისტემის განვითარებას.

Recommended Posts

მსოფლიო

პოდკასტი #1: სიტუაციის მიმოხილვა ბეიტ ჰანუნში,  ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში

IDF ანახლებს ბრძოლებს  ბეიტ ჰანუნში, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ IDF ხაზს უსვამს: ამჯერად რეიდები  საფუძვლიანია – „მიზანი არის ამ ტერიტორიის ერთხელ და სამუდამოდ გაწმენდა“.

Michael
მსოფლიო

„ლამაზი დარტყმა“: ცაჰალის ოპერაცია „თეთრი ქალაქი“ ჰუსიტების  წინააღმდეგ იემენში

IDF-მა 19 დეკემბერს საღამოს იემენში ჰუსიტების სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმების დოკუმენტური ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. თავდასხმები განხორციელდა 19 დეკემბრის გამთენიისას, მალევე, მას შემდეგ, რაც  ჰუსიტებმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართლებით. ისრაელიდან დაახლოებით 2000 კილომეტრში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმაში ჩართული იყო  IDF-ის ათობით საბრძოლო და […]

Michael