მიმდინარე ომმა, ლიბანის რაკეტებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ისრაელში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მიანიჭეს ლაზერული იარაღის შემუშავებას, რომელიც შექმნილია ამგვარი საფრთხეების შესაჩერებლად. ცაჰალში აცხადებენ, რომ “რაფაელის” მიერ წარმოებული ახალი ინოვაცია- „მაგენ ორის” ლაზერული თავდაცვის სისტემა საზღვრებთან უკვე მომავალ წელს განთავსდება.

ლაზერული სისტემა ინტეგრირებული იქნება “რკინის გუმბათთან”, რომელიც ასევე შეიქმნა რაფაელის მიერ და ფუნქციონირებს 2011 წლიდან. გეგმის მიხედვით, დახვეწილი ალგორითმი დაადგენს, როდის უნდა გააქტიურდნენ ლაზერები და როდის გაუშვას რკინის გუმბათმა „ტამირის“ ჩამჭრელები.

აღსანიშნავია, რომ “რკინის გუმბათი” ახერხებს ისრაელისკენ  გასროლილი საჰაერო საფრთხის 90%-ზე მეტის განადგურებას. სისტემას უჭირდა ჰეზბოლას ფეთქებადი დრონების ჩაჭრა და ეს ქმნიდა დამატებით აქტუალობას ლაზერული სისტემის შემუშავებისთვის.  აქვე უნდა ითქვას ისიც,  რომ სირთულე ძირითადად საფრთხის გამოვლენასა და „კრიმინალიზაციაშია“, ანუ სისტემა  დარწმუნდეს,  რომ ეს მართლაც მტრის თვითმფრინავია და არა ისრაელის საჰაერო ძალების.

ისრაელის ახალი ინოვაცია – ”რკინის სხივი”

პირველ რიგში, ლაზერის მუშაობის ღირებულება ძალიან დაბალია. თითოეული „გასროლის“ ფასი მხოლოდ რამდენიმე დოლარია, მაშინ როცა „რკინის გუმბათის“ სისტემით გაშვებული Tamir-ის ყოველი ჩამჭრელის საშუალო ღირებულება 50 000 დოლარია.

გარდა იმისა, რომ გაცილებით იაფია, ვიდრე ტრადიციული საჰაერო თავდაცვა, ლაზერული სისტემა არ საჭიროებს გადატვირთვას. ამავდროულად,  ლაზერი ურტყამს მიზანს წამებში, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე კინეტიკური ჩამჭრელები.

ეჭვგარეშეა, რომ Magen Or-ის ლაზერული სისტემის გამოჩენა საზღვრებზე  მკვეთრად და დადებითად გააუმჯობესებს ისრაელის შესაძლებლობებს.

ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს რაფაელის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის გამოყენებით საექსპორტო სისტემის განვითარებას.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael