ჰამასი გეგმავდა 11 სექტემბრის მსგავს შეტევას ისრაელზე, რომელიც ბევრად უფრო სასიკვდილო იქნებოდა, ვიდრე 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მოხდა 2023 წელს, ნათქვამია Washington Post-ის ექსკლუზიურ მასალაში,  რომელიც სავარაუდოდ ეყრდნობა ისრაელის ოფიციალური პირების მიერ აღმოჩენილ ჩანაწერებს.

ენით აუწერელი იყო ის საშინელება, რომელსაც მსოფლიო 2023 წლის 7 ოქტომბერს შევესწარით. ცივ სისხლიანად და ბრუტალურად ამოხოცილი სიცოცხლე. დანგრეული ოჯახები. გატაცებული მოქალაქეები.  ჰამასის  უსასტიკესმა ბოროტებამ შოკი და ღრმა ტკივილი დაგვიტოვა. მაგრამ დღეს ჩვენ კიდევ უფრო საშინელი რამ გავიგეთ – ჰამასი ბევრად უარესს გეგმავდა!

ღაზაში ისრაელის ძალების მიერ მოპოვებულ დაზვერვაზე დაფუძნებული ბოლო მოხსენების თანახმად, ჰამასი გეგმავდა 11 სექტემბრის მსგავს თავდასხმას ისრაელზე, რომელიც მიზნად ისახავდა მასშტაბური ნგრევისა და სიკვდილის გამოწვევას. ტერორისტების გეგმა იყო მოშე ავივის კოშკის-  თელ-ავივის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის აფეთქება,  რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა. ისრაელის ოფიციალური პირების მიერ აღმოჩენილი ჩანაწერები აჩვენებს  ზედმიწევნითს გეგმას, რომელიც   წლების წინ არის შედგენილი.

ამ მიზნის მისაღწევად ჰამასის ლიდერები აქტიურად ითხოვდნენ დახმარებას ირანისგან, მოლას რეჟიმს ევედრებოდნენ  ფინანსურ და სამხედრო დახმარებას და ჰპირდებოდნენ, რომ „ორ წელიწადში გაანადგურებდნენ ისრაელს“.  ეს დოკუმენტები, ეს წერილები ირანისადმი, კიდევ ერთხელ აჩვენებს  მათი სიძულვილის სიღრმეს, მათ უსაზღვრო ბოროტებას.

ჰამასის ღაზას მეთაური იაჰია ალ-სინვარი (ღაზის გვირაბებში დამალულია) და ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე (ლიკვიდირებულია)

და დღეს, როდესაც ისრაელი თავს იცავს, ის დგას ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფრონტზე. შეერთებულმა შტატებმაც კარგად  იცის ტერორიზმის ფასი და ყოველთვის აქტიურობდა მის წინააღმდეგ.

ამერიკა, ევროპა და ისრაელი იზიარებენ ერთსა და იმავე ღირებულებებს – თავისუფლებას, სიცოცხლეს და მშვიდობისკენ სწრაფვას. ისრაელის გვერდით დგომით, აშშ და ევროპა  მხოლოდ მოკავშირეს არ უჭერენ მხარს; ისინი იცავენ საკუთარ მომავალსაც. როდესაც ისრაელში ტერორს უპირისპირდებიან, ეს არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც პატივს სცემს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ამიტომ არის არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ აუცილებელიც ამერიკისთვისა და ევროპისთვის  ამ ბრძოლაში მტკიცედ დადგნენ ისრაელის გვერდით, რადგან ეს ეხება თავისუფალი სამყაროს დაცვას.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael