Mista’arvim არის ისრაელის ელიტარული ფარული ქვედანაყოფი, რომლის ოპერატორები თავს ასაღებენ პალესტინელებად ან არაბებად, რათა შეაგროვონ დაზვერვა, შეაღწიონ სამიზნეებში და განახორციელონ ლიკვიდაციები. ებრაულიდან თარგმნილი სიტყვა „მისტაარვიმი“ ნიშნავს „მათ, ვინც არაბებს ჰგავს“, ანუ „ფსევდო არაბებს’’. ამ ქვედანაყოფების მებრძოლები ებრაელები არიან, მაგრამ გარეგნულად ისინი არ განსხვავდებიან არაბებისგან: საბრძოლო მისიების შესრულებისას ისინი იცვამენ როგორც არაბები, საუბრობენ არაბულად და ეუფლებიან იმას, რასაც “არაბული მენტალიტეტი” ჰქვია.

Mista’arvim არის ებრაული სიტყვა, რომელიც მომდინარეობს არაბული musta’ribeen-დან (მხოლობითი: musta’rib).  ამ ელიტარული ქვედანაყოფის მებრძოლები ახორციელებენ მისიებს არაბულ სოფლებსა  და ქალაქებში. მათი მოქმედების ფარგლები მოიცავს, მაგრამ არ არის ექსკლუზიური –  სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, ფარული პოლიცია, ინფილტრაცია და არეულობის კონტროლი, შავი ოპერაციები და ლიკვიდაციები.

დანაყოფი დაარსდა  ისრაელის სახელმწიფომდე და თავდაპირველად იყო ებრაული პალმახის ნაწილი, ჰაგანას მილიციის ელიტარული დივიზია და მოგვიანებით ისრაელის არმიის ბირთვი.  დანაყოფის დაარსება მეორე მსოფლიო ომის დროს პალესტინაში სიონისტური მოძრაობისა და ბრიტანეთის მანდატის ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის შედეგი იყო. ბრიტანელებს სჭირდებოდათ დაზვერვის აგენტები ლევანტის ადგილობრივ მოსახლეობაში შესაღწევად და გერმანიის პროგრესის საბოტაჟისთვის.

სწორედ ამ დროს გაკეთდა წინადადება მიზრახი ებრაელების დაქირავებაზე, რომლებიც პალესტინაში არაბული ქვეყნებიდან გადასახლდნენ ამ დავალების შესასრულებლად.

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  შემდეგ ისრაელის არმიის გენერალმა, ეჰუდ ბარაკმა 1986 წელს დანაყოფის ოპერატიული შესაძლებლობები გააძლიერა – უფრო დახვეწილი და უკეთ ორგანიზებული მისტაარვიმის ძალის ჩამოყალიბებით, სახელად Duvdevan-დუვდევანი,  (ებრაულად ალუბალი).

ბარაკი თავად ელიტარული კომანდოს ქვედანაყოფის Sayeret Matkal-ის მეომარი იყო, დიდი გამოცდილებითა და ცოდნით. ამდენად, ის აკონტროლებდა, რომ ახალწვეულები კარგად გარკვეულიყვნენ  არაბულ კულტურაში, ენასა და წეს-ჩვეულებებში, ისე  რომ ვიზუალურადაც არაბულად გამოიყურებოდნენ, ამას გარდა, შეძლებოდათ ველოსიპედები დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში ისე ეტარებინათ, როგორც ამას  თელ-ავივში, დიზენგოფის ქუჩაზე აკეთებდნენ.

დუვდევანი ამჟამად არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფარული ქვედანაყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც მუშაობს ისრაელის არმიასთან ერთად და არის ერთ-ერთი მისტაარვიმის რამდენიმე ჯგუფიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეულს განსხვავებული ოპერატიული ფოკუსი აქვს.

ბოლო პერიდში Mista’arvim-ის მებრძოლებმა არაერთი ხმაურიანი ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის იყო –  2023 წლის 30 იანვარს, ჯენინის საავადმყოფოში  განხორციელებული ლიკვიდიაციები. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა სპეცრაზმმა  პალესტინელი ტერორისტები ინფილტრაციის ოპერაციის დროს ჯენინის იბნ სინას საავადმყოფოში მოკლა.

ოპერაცია ჯენინის საავადმყოფოში

საიდუმლო დანაყოფის შესახებ მსოფლიომ სერიალ Fauda-დან უფრო მეტი გაიგო, დაძაბული სერიალი სპეცრაზმზეა, რომელიც  ატარებს ფარულ სამხედრო ოპერაციებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. ამ ძალის მამაკაცები და ქალები  სწორედ Mista’arvim-ის  ფარული აგენტები არიან. ისინი პალესტინელებივით იცვამენ, თავისუფლად საუბრობენ არაბულად და ზეპირად იციან ყურანი. მძიმედ შეიარაღებულები დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტებზე სანადიროდ მიდიან.

Recommended Posts

სტატიები

100 თვითმფრინავი ცაში: ისრაელის ავიაშეტევა ირანზე სამი საათი მიმდინარეობდა – რა არის ცნობილი?

შაბათს, 26 ოქტომბერს, ღამით, ისრაელმა იერიში მიიტანა ირანში სამხედრო ობიექტებზე – 1-ლი ოქტომბერის ირანის თავდასხმის საპასუხოდ. IDF-მა ოფიციალურად განმარტა, რომ დარტყმები განხორციელდა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე და არა ბირთვულ ან ენერგეტიკულ ობიექტებზე. შეტევა მოხდა  რამდენიმე ეტაპად („ტალღოვანი“) და გაგრძელდა სამი საათი. თეირანზე თავდასხმების […]

Michael
სტატიები

ისრაელის პასუხი იქნება!

ირანის რეჟიმმა ისრაელზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმით წითელი ხაზები გადალახა. 200 რაკეტა პირდაპირ ებრაული სახელმწიფოს გულზე! ისრაელის მტრები – ჰამასი, ჰეზბოლა და თავად ირანის ისლამური რეჟიმი – როგორც ჩანს, ორიენტირებულია რეგიონული ომის პროვოცირებაზე. მაგრამ აი სიმართლე: მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა. ისრაელის არმიამ ნათლად […]

Michael