ამ ისტორიების ატანა რთულია. მათი გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. და მაინც, მათ შესახებ ბევრი უნდა ვწეროთ, ბევრი უნდა ვისაუბროთ და ბევრგან უნდა მოვყვეთ, იმისათვის რომ, რუსეთის ომის დანაშაულებებისა და ტანჯვის შესახებ ყველამ იცოდეს.

როდესაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყო, მან უზარმაზარი სისასტიკე მოიტანა. და ის დღემდე გრძელდება! რუსეთის აგრესიულ ომში ყველაზე მეტად ის იტანჯება, ვინც რუსეთის ხელში მოხვდება. რაც მათ უნდა განიცადონ რუსულ ბანაკებში არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე. სადისტურად და სისტემატურად აწამებენ ტყვეებს, რის შედეგადაც,  ისინი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნადგურდებიან.

ოლექსი ანულია

►  ოლექსი ანულია ათი თვე რუსულ ტყვეობაში იმყოფებოდა. ყოფილ კიკ-ბოქსერს 18 ოპერაცია აქვს გამოვლილი. დღეს ის მუშაობს იმისთვის, რომ პასუხისმგებელი პირები ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარიდგინოს და მსოფლიოს გააგებინოს, რა არის რეალურად პუტინის რეჟიმი.

კიკბოქსერის წამება და ტანჯვა აქ არ დამთავრებულა.

”წამიყვანეს სტომატოლოგთან და უბრძანეს, ჩემი ორი კბირის ამოღება. ანესთეზიის გარეშე. ექიმს არ უნდოდა, მაგრამ აიძულეს. სტომატოლოგს არ ვადანაშაულებ, მაგრამ საშინელება იყო. ტკივილი აუტანელი იყო, ყველგან სისხლი იყო. სტომატოლოგმა ორი კბილი ამოიღო, მცველებს აჩვენა და ჰკითხა, საკმარისია თუ არაო“.

როდესაც ოლექსი ანულია კურსკის ბანაკში იმყოფებოდა, მას საათობით სცემდნენ. იმდენად, რომ ტუალეტში ვერ გადიოდა.  

„მთელი ჩემი სხეული დალურჯებული იყო. ჩამიტეხეს ცხვირი და გამიტეხეს ხერხემალი. ყველგან მირტყამდნენ.  ასევე სცემდნენ სამოქალაქო პირებს, მოხუცებს, ავადმყოფებს და ციხეში მყოფ ქალებს“.

ურტყამდნენ დილით, შუადღეს, საღამოს, შუალედებში, მიზეზით და უმიზეზოდ.  თითოეულ პატიმარზე იქმნებოდა ვრცელი ფაილი და ყველაფერს აკონტროლებენ და აფიქსირებენ კამერებით.

ოლექსი ტყვეობამდე 98 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ 36 კილოგრამით ნაკლებს და ექვსი სანტიმეტრით შემცირდა 1,86 მეტრამდე. პლასტმასის ჯოხით გამუდმებული ცემისგან ფეხებმა ლპობა დაიწყო. შიმშილი გიგანტური იყო. ერთხელ ოლექსიმ იპოვა ერთი მუჭა მატლი და შეჭამა. სასოწარკვეთილების გამო მან ასევე შეჭამა  ტუალეტის ქაღალდი, ვადაგასული კბილის პასტას და საპონიც კი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის!

ოლექსი ტყვეობის შემდეგ

”პატარა თაგვი შემოძვრა საკანში და მე მას დავახტი და დავიჭირე.  რუსებმა ხმაური  გაიგეს და შემოვარდნენ. თაგვი პირში ჩავიტენე.  როდესაც მათ საკანი გახსნეს, მე იქ ვიდექი თაგვით პირში, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობდა, სისხლი წამოვიდა პირიდან ამ დროს  და რუსებს ეგონათ, რომ ცემისგან მომდიოდა სისხლი.  გაიხურეს კარი  და წავიდნენ. მე კი თაგვის კანი შევჭამე, შიდა ნაწილიც, ძვლებსაც კი ვღეჭავდი. უბრალოდ კბილები გამოვფურთხე. საკმარისად მაინც ვერ გავძეხი“.

პატიმრებს დღეში 18 საათი უწევდათ დგომა და მოძრაობა აკრძალული იყო. როდესაც საბოლოოდ დადგა გაცვლის დღე, ოლექსის სხვა ტანსაცმელი მოუტანეს.  შარვალზე გამხმარი ექსკრემენტი იყო, მყესები იყო ჩამოკიდებული, ღებინების კვალი  და სისხლიც ჰქონდა ჩარჩენილი.

ტყვეობაში მიყენებული ტრამვები

მძიმე სამედიცინო დასკვნა: „შერყევა, ცერებრალური ჰემატომა, გატეხილი ცხვირი, გატეხილი ყბა, გატეხილი თითები, გატეხილი ორი ყბის ძვალი, გატეხილი მარჯვენა მხარი, ხერხემლის მოტეხილობები და კუდუსუნის მოტეხილობა. მე მქონდა სისხლჩაქცევები ყველა ორგანოზე, მოტეხილი ნეკნები და სისხლჩაქცევები-ყვება ის.

ოლექსიმ 18 ოპერაცია გაიკეთა, გერმანიასა და ისრაელში მკურნალობდნენ, სიარულის სწავლაც ხელახლა მოუწია. საბედნიეროდ გადაარჩინეს ამპუტაციისგან.  10 თვიანი რუსული ტყვეობის შემდეგ 14 თვე მკურნალობის კურსს დასჭირდა  და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. წინ კიდევ არის რამდენიმე ოპერაცია.  

18 ოპერაციის შემდეგ, ოლექსი დღეს

ის ახლა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა პატიმარმა შეძლოს სახლში დაბრუნება.  ოლექსი  ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობს, მისი ამბავი მხოლოდ მის სიტყვებს არ ეფუძნება. “ჩემს ამბავს სხეულზე ვატარებ.”

„ჩემს გამტაცებლებზე არც ისე გაბრაზებული ვარ, მათ არ იციან რას აკეთებენ, მაგრამ მე მაინც მინდა, მათი პასუხისგებაში მიცემა, რადგან თავად ომი არ არის წარსული, არამედ აწმყოა”.

Recommended Posts

სტატიები

ოსვენციმის მსგავსად: ისრაელი და მსოფლიო მძევლების კადრებით შოკირებულია

სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება ჰამასის ტყვეობიდან გაცვლითი გარიგების პირველი ეტაპის მეხუთე რაუნდის ფარგლებში მოხდა შაბათს, დილით, 8 თებერვალს. ელი შარაბი, ორ ლევი და ოჰად ბენ-ამი გადასცეს წითელ ჯვარს, შემდეგ კი IDF-ს. ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩავარდა ღაზაში ჰამასის ტყვეობიდან სამი ისრაელელი მძევლის […]

Michael
სტატიები

ჰამასი თავის ხალხს შიშის, ჩაგვრისა და ტერორის გარდა არაფერს აძლევს

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზა დატოვა 2005 წელს – დიახ, მთლიანად დატოვა – ჰამასმა ის ტერორისტების დასაყრდენად აქცია. ისრაელმა მთელი თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, დაანგრია მისი დასახლებები და ღაზა პალესტინელებს გადასცა. რა მოხდა შემდეგ? გახდა თუ არა ღაზა მშვიდობისა და კეთილდღეობის […]

Michael