შაბათს, 26 ოქტომბერს, ღამით, ისრაელმა იერიში მიიტანა ირანში სამხედრო ობიექტებზე – 1-ლი ოქტომბერის ირანის თავდასხმის საპასუხოდ. IDF-მა ოფიციალურად განმარტა, რომ დარტყმები განხორციელდა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე და არა ბირთვულ ან ენერგეტიკულ ობიექტებზე. შეტევა მოხდა  რამდენიმე ეტაპად („ტალღოვანი“) და გაგრძელდა სამი საათი.

თეირანზე თავდასხმების პირველი ცნობები დაახლოებით 02:00 საათზე მოვიდა. ირანის დედაქალაქის მაცხოვრებლები პანიკურად გამოვიდნენ ქუჩებში. პარალელურად გავრცელდა ცნობები სირიაში (დამასკოში) და ერაყში აფეთქებების შესახებ. სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაესხნენ თავს.

დაახლოებით 06:00 საათზე ითქვა, რომ ისრაელის მისია დასრულებულია. “20-ზე მეტ ობიექტს დაესხნენ თავს”, – განმარტა ისრაელის წყარომ. დაკონკრეტდა, რომ თავდასხმა მოხდა  საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რაკეტებისა და თავდასხმის დრონების წარმოების ქარხნებზე, რაკეტების გამშვებ პუნქტებზე, სამხედრო ბაზებსა და ობიექტებზე თეირანის საერთაშორისო აეროპორტის მიდამოში.

ისრაელის სამხედრო კომენტატორებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა ირანის მთავარ სამხედრო ინდუსტრიულ ობიექტებს, მათ შორის რაკეტებისა და დრონების ქარხნებსა და ბალისტიკური რაკეტების გაშვების ბაზებს. თავის მხრივ, ირანული ოპოზიციური მედია იტყობინება, რომ  თავდასხმები ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სამხედრო ცენტრებზე, ლოჯისტიკურ ცენტრებსა და სასწავლო ბაზებზეც მოხდა.

ოპერაციაში IDF-ის ათობით მებრძოლი და თვითმფრინავი მონაწილეობდა. ისინი ყველა უვნებლად დაბრუნდნენ სახლში, არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციაში 4 ქალი პილოტი მონაწილეობდა. ამით ეს იყო ასევე ერთგვარი დარტყმა ფუნდამენტალიზმზე.

ისრაელი ირწმუნება, რომ ირანმა ვერ გაიგო, რა და როგორ მოხდა, ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, რადგან თეირანში არც გამაფრთხილებელი სისტემები (სირენები) აქვთ და არც ინფორმაცია ვრცელდება.

ისრაელის წყაროები განმარტავენ,  რომ შეერთებული შტატები წინასწარ გააფრთხილეს დარტყმის შესახებ და  მზადება კოორდინირებული იყო ამერიკელებთან, მიუხედავად სკანდალისა პენტაგონიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ. თეთრმა სახლმა ისრაელის ქმედებებს “თავდაცვა” უწოდა. სამხედრო ასპექტში ამერიკელები არ მონაწილეობენ ირანში IDF-ის ოპერაციაში.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა:

► IDF-ის ოფიციალური განმარტება:

IDF-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ ჰაგარმა შაბათს, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ IDF-მა ღამის ოპერაცია ირანში, სახელწოდებით „მონანიების დღეები“ წარმატებით დაასრულა. ”ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს სამხედრო ობიექტებზე ირანის ზოგიერთ რაიონში, ყველა ჩვენი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა თავის ბაზებზე”- ნათქვამია ჰაგარის განცხადებაში.

ფაციტი:

როგორც ჩანს, ისრაელის შეტევა ირანზე იყო “მოთელვა”:

📡 განადგურდა საჰაერო თავდაცვა

📡 გაანადგურეს რუსული S-300 და S-400 საჰაერო თავდაცვის რადარები ირანში

📡განადგურდა შაჰიდების ქარხანა, საწყობი.

ახლა, როდესაც ირანის საჰაერო თავდაცვა მთლიანად დაბრმავებულია, ისრაელს შეუძლია თავისუფლად შეუტიოს მის ბირთვულ ობიექტებს.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael