კვირას, 15 დეკემბერს დილა კადიროველებისთვის მძიმედ დაიწყო. ძლიერი აფეთქებები გაისმა გროზნოში. თავდაპირველად ამის შესახებ რუსული ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ.

ჩეჩნური ოპოზიციური ტელეგრამის არხის NIYSO-ს ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ომონის ბაზაზე და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 საპატრულო პოლკზე.

ჩეჩნეთის დედაქალაქის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის  ამსახველი არაერთი ვიდეო გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. გამოჩნდა კადრებიც, სადაც პირდაპირი დარტყმა ჩანს. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთში, ადგილობრივი საჯარო გვერდებიდან აქტიურად იშლება თავდასხმის ვიდეო. თუმცა, კადრები ინტერნეტში უკვე ყველგან გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ერთ-ერთ შენობაში ვარდება. ძლიერი აფეთქების შემდეგ, სქელი კვამლის სვეტი ამოდის ცაში.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დაადასტურა, რომ 15 დეკემბერს დილით გროზნოს უკრაინული დრონები  დაესხნენ თავს. კადიროვის მტკიცებით, თავდასხმაში სულ სამი უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა: ერთი დაეცა რუსეთის გვარდიის ახმატ-გროზნოს სპეცრაზმის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი ორი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა. კადიროვი აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა.

ეს არის გროზნოზე მეორე თავდასხმა ამ კვირაში. 12 დეკემბერს დრონები თავს დაესხნენ ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე პოლკის შენობას. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მაშინ განაცხადა, რომ ოთხი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა და შურისძიების დაიმუქრა კიდეც. ამჯერად კი მას ტონი შერბილებული ჰქონდა.

ქალაქი გროზნო ჩეჩნეთის დედაქალაქია. უკრაინიდან გროზნომდე მანძილი დაახლოებით 1500 კმ-ია, რაც ხაზს უსვამს ამ ეფექტური, მაგრამ ლეტალური მოწყობილობების  გაფართოებულ წვდომას.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის სამუშაო რეზიდენციიდან 3,7 კილომეტრში მდებარე ახმატ კადიროვის სახელობის პოლკს 4 და 12 დეკემბერს დრონებმა უკვე შეუტიეს. ოქტომბრის ბოლოს უპილოტო საფრენი აპარატი გუდერმესში ვლადიმერ პუტინის სახელობის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის მთავარ შენობას დაეჯახა.

რა იქნება შემდეგი? – ამას უკრაინელები ექსკლუზიურ სიურპრიზად ტოვებენ!


Recommended Posts

სტატიები

მოსადის კოზირი დამასკოში: ელი კოენი — კაცი, რომელმაც ისრაელი გოლანზე აიყვანა

ელი კოენი (Éli Cohen) იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისრაელელი ჯაშუში, რომლის საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელისთვის სირიის წინააღმდეგ 1967 წლის „ექვსდღიან ომში“ გამარჯვებისთვის. ის დაიბადა 1924 წელს ეგვიპტეში ებრაულ ოჯახში და მოგვიანებით გადასახლდა ისრაელში. 1960-იან წლებში ისრაელის დაზვერვის სამსახურმა „მოსადმა“ იგი გაგზავნა […]

Michael
სტატიები

ჰუან დი – ყვითელი იმპერატორი და ჩინელი ერის სიმბოლო

ჩინელები ტრადიციულად საკუთარ თავს ჰუან დის, ანუ ყვითელი იმპერატორის, შთამომავლებად მიიჩნევენ. ჰუან დი ერთ-ერთი უძველესი და საკრალური ფიგურაა ჩინურ მითოლოგიასა და კულტურულ მეხსიერებაში. მისი ისტორია არა მხოლოდ მითს, არამედ ჩინური ცივილიზაციის საწყის იდეალებს ასახავს.   ჩინური ქრონიკებისა და მეოცე საუკუნეში უნივერსალური კალენდრის გამოყენებით […]

Michael