ირანში სტუდენტი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის ტარების იძულების პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაშიშვლდა. ინციდენტის შესახებ, რომელიც მოხდა წინა დღეს, ცნობილი გახდა 3 ნოემბერს, საღამოს, უფლებადამცველი ჯგუფის Amnesty Iran-ის პუბლიკაციიდან.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გოგონას ფოტო გამოჩნდა, ირანის აიათოლას რეჟიმის ოფიციალური მედია გამოეხმაურა ცნობებით და დაწერა,  რომ საუბარია ფსიქიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეზე, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. თუმცა, უფლებადამცველებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და განმარტეს, რომ გოგონა არის აზად აჰვაზი, პრესტიჟული ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ადგილობრივი მორალის პოლიციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოვიდა.

ყოველივე ეს მოხდა  თეირანის ამირ-ქაბირის უნივერსიტეტში. როგორც ირანული ოპოზიციური პორტალები წერენ, მამაცმა სტუდენტმა უარი თქვა თმის დაფარვაზე, როგორც პროტესტი ირანის რეჟიმის ბარბაროსული სავალდებულო ჰიჯაბის კანონების მიმართ. როცა მას უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ, მან კაბა გაიხადა. იგი სასტიკად სცემეს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ამ კადრების გადაღებიდან რამდენიმე წუთში და ჩააგდეს ფურგონში, გატეხილი თავით და გაიტაცეს. გოგონას ბედი ამ დროისთვის უცნობია.

„ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იძულებით დააკავეს 2 ნოემბერს მას შემდეგ, რაც მან ტანსაცმელი გაიხადა თეირანში დაცვის თანამშრომლების მიერ ჰიჯაბის ტარების სასტიკი აღსრულების პროტესტის ნიშნად“, – ნათქვამია Amnesty-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „ჰიჯაბისა და სიწმინდის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ისლამური ჩაცმულობის კოდექსის დარღვევისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას.

2022 წელს ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც ჰიჯაბის არასათანადო ტარებისთვის დაკავებული გოგონას დაღუპვის  შემდეგ დაიწყო. 22 წლის მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ დააკავა სწორედ ჰიჯაბის ცუდად ტარების გამო, გოგონას სასტიკად სცემეს, ის 3 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

Recommended Posts

სტატიები

მოსადის კოზირი დამასკოში: ელი კოენი — კაცი, რომელმაც ისრაელი გოლანზე აიყვანა

ელი კოენი (Éli Cohen) იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისრაელელი ჯაშუში, რომლის საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელისთვის სირიის წინააღმდეგ 1967 წლის „ექვსდღიან ომში“ გამარჯვებისთვის. ის დაიბადა 1924 წელს ეგვიპტეში ებრაულ ოჯახში და მოგვიანებით გადასახლდა ისრაელში. 1960-იან წლებში ისრაელის დაზვერვის სამსახურმა „მოსადმა“ იგი გაგზავნა […]

Michael
სტატიები

ჰუან დი – ყვითელი იმპერატორი და ჩინელი ერის სიმბოლო

ჩინელები ტრადიციულად საკუთარ თავს ჰუან დის, ანუ ყვითელი იმპერატორის, შთამომავლებად მიიჩნევენ. ჰუან დი ერთ-ერთი უძველესი და საკრალური ფიგურაა ჩინურ მითოლოგიასა და კულტურულ მეხსიერებაში. მისი ისტორია არა მხოლოდ მითს, არამედ ჩინური ცივილიზაციის საწყის იდეალებს ასახავს.   ჩინური ქრონიკებისა და მეოცე საუკუნეში უნივერსალური კალენდრის გამოყენებით […]

Michael