2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო: „შუაღამის ჩაქუჩი“ (Midnight Hammer).

ამ ისტორიული მომენტის ცენტრში ერთი ადამიანი იდგა — დონალდ ტრამპი. ტრამპის განცხადებებმა, ზეწოლამ და პოლიტიკური პოზიციებმა, მრავალ ანალიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ვაშინგტონის მკვეთრი ნაბიჯი. მან გააღვიძა ამერიკის ნებისყოფა მოქმედებისთვის.

მტკიცე გზავნილი თეირანს — და მთელ მსოფლიოს

სამიზნეები შემთხვევით არ შერჩეულა:

ფორდო — ირანის ყველაზე დაცული მიწისქვეშა ურანის გამამდიდრებელი ობიექტი — პრაქტიკულად განადგურებულია.

ნათანზი — რამდენიმე დღის წინ ისრაელის იერიშის სამიზნე, ამჯერად აშშ-მ „განადგურების დადასტურება“ უზრუნველყო.

ისფაჰანი — იერიში არ შეეხო კონვერსიის ობიექტს, არამედ დაზიანდა მთაში გამოკვეთილი საიდუმლო საცავი, სადაც ბირთვული მასალა იყო დამალული.

ეს იყო მკაფიოდ გათვლილი ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის გაჩერება — პირდაპირ, ღიად და უკომპრომისოდ.

ტრამპის ძალის დოქტრინა

ეს იერიში მხოლოდ სამხედრო არ ყოფილა — ეს იყო იდეოლოგიური გზავნილი. დონალდ ტრამპის მიდგომა ახლო აღმოსავლეთის მიმართ ყოველთვის ეფუძნებოდა პრინციპს: დამშვიდება ძალის დემონსტრირებით, და არა უსასრულო მოლაპარაკებებით. მისი გადაწყვეტილება 2020 წელს ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ იყო გაფრთხილება მთელი რეგიონისთვის: ჩრდილოვანი ომები აღარ იქნება უგულებელყოფილი.

„შუაღამის ჩაქუჩის“ ოპერაციით ეს დოქტრინა აღდგა. მსოფლიოს კვლავ შეახსენეს, რომ დიპლომატია უკბილო რჩება, თუ მას არ ახლავს გამბედაობა. და რომ ამერიკას, როდესაც რეალურად მოინდომებს, კვლავაც შეუძლია ისტორიას მიმართულება მისცეს.

ილუზიების დასასრული

ბაიდენის ადმინისტრაცია ყოყმანობდა. ევროპა შეშფოთებას გამოხატავდა. ტრამპმა კი ყველაფერი მკაფიოდ თქვა: ირანმა გადაკვეთა ყველა ზღვარი. და ამერიკამ, შეუდარებელი საჰაერო ძალითა და პოლიტიკური მტკიცებით, პასუხი გასცა.

შეიძლება კრიტიკოსებმა ეს ქმედება “საშიშად” შეაფასონ — მაგრამ ნამდვილი საფრთხე უკვე დიდი ხნის წინ იქმნებოდა: როდესაც მსოფლიო დუმდა, ხოლო ირანი იარაღდებოდა, ურანს ამდიდრებდა და ისრაელს უქადდა განადგურებას და მსოფლიოს საფრთხეს.

ტრამპმა უბრალოდ ზღვარი გაავლო. აღარც ბუნდოვანი განცხადებები, აღარც მოთმინება ტერორიზმის მთავარი სახელმწიფო სპონსორისადმი.

რა მოხდება შემდეგ?

ირანი, უდავოდ, შეეცდება პასუხს. მისი პროქსი ძალები ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში უკვე გააქტიურდნენ. მაგრამ თავად ირანმა ამ ღამით დაკარგა არამხოლოდ ინფრასტრუქტურა — არამედ საკუთარი დაუმარცხებლობის მითიც.

ტრამპის გზავნილი იყო მკაფიო:

„ამერიკა დაბრუნდა. და ამჯერად სიტყვები საკმარისი აღარ არის.“

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael
სტატიები

გრეტა ტუნბერგის ხმაურიანი ვოიაჟი — ჰუმანიზმი თუ პოლიტიკური ფარსი?

გრეტა ტუნბერგი ევროპაში დაბრუნდა ისრაელში ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, და ამჯერად ისრაელის ხელისუფლებას “დაუნდობელ მოპყრობაში” ადანაშაულებს. თუმცა დეტალების დაზუსტებისას ირკვევა, რომ მისი მთავარი პრეტენზია მხოლოდ ერთ რამეს ეხება: მას არ მისცეს საშუალება, დამშვიდობებოდა მეგობრებს, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერები. “დემონიზებული” კლიმატ-აქტივისტი […]

Michael