რუსული პროპაგანდა და მანიპულაცია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ქართული ლეგიონის წინააღმდეგ. მან მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აუკრძალა. რა კადრებზე დაყრდნობით საუბრობს პრემიერი და რა მტკიცებულებები წარადგინა პრესკონფერენციაზე? ფიცოს ბრალდებებს აბსურდს უწოდებს მამულაშვილი და რუსული სპეცსამსახურების მეთოდებზე საუბრობს. ცოტა რამ მიშა ხაჩიძესთან ერთად.
დღეს მთელი ისრაელი სუნთქვა შეკრული და განადგურებულია. ქვეყანამ ტერორისტებისგან 4 მძევლის ცხედარი მიიღო. მათ შორის ქფირის, არიელისა და შირ ბიბასების. დედა და მისი ორი პატარა შვილი ბარბაროსმა ტერორისტებმა ღაზაში მოკლეს. როგორც ამბობენ, ბავშვები ტიროდნენ, ტერორისტებს კი შეეშინდათ, რომ ხმაზე ცაჰალის ჯარისკაცები იპოვნიდნენ […]
სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება ჰამასის ტყვეობიდან გაცვლითი გარიგების პირველი ეტაპის მეხუთე რაუნდის ფარგლებში მოხდა შაბათს, დილით, 8 თებერვალს. ელი შარაბი, ორ ლევი და ოჰად ბენ-ამი გადასცეს წითელ ჯვარს, შემდეგ კი IDF-ს. ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩავარდა ღაზაში ჰამასის ტყვეობიდან სამი ისრაელელი მძევლის […]