ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იწვევდა ტერორს, სიკვდილს და განადგურებას, აღარ არის. ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა პარასკევს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა.  ეს არ არის მხოლოდ  გამარჯვებაეს არის  ისრაელის გზავნილი ირანის, ჰეზბოლას, ჰუსიტების  და ყველა სხვა  ტერორისტული ჯგუფისთვის: ჩვენ გიპოვით და გაგანადგურებთ.

ნასრალამ 30 წელზე მეტი გაატარა ჰეზბოლას სათავეში, ისრაელის უდანაშაულო  მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ თავდასხმების კოორდინაციასა და ტერორის გავრცელებაში. ეს არის გველის ერთი თავი, რომელიც ამოიწვიტა  IDF-ის სიმამაცითა და სიზუსტით.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს დასასრულია. ისრაელი ახლა  იწყებს! ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა აგებულია ტერორზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებასა და საცხოვრებელ ადგილებში ლაჩრულ დამალვაზე. ახლა როცა  მათი უმაღლესი ლიდერები ნადგურდებიან, ჰეზბოლა ქაოსშია. მათ აღარ შეუძლიათ დამალვა და, რა თქმა უნდა,  რაც დათესეს იმას იმკიან. ისრაელის შეიარაღებული ძალები მათ ყველგან იპოვიან და გაანანადგურებენ.

ეს ნიშნავს, რომ ჰეზბოლას და ირანის მრავალფრონტის ომის სტრატეგია იშლება. ნასრალას წასვლის შემდეგ, ჰამასი და სხვა ირანული მარიონეტები მიხვდნენ:  ისრაელი უკან არ დაიხევს, არ შეშინდება  და ყველა საჭირო საშუალებით დაიცავს თავის ხალხსა და სახელმწიფოს.

ჰეზბოლას და ირანს სურდათ პირობების კარნახი. თუმცა მიიღეს გამანადგურებელი კრახი. ისრაელი ჯერ არ ზეიმობს. მათ იციან, რომ საფრთხე არ დასრულებულა, მაგრამ დღეს ჰეზბოლა უფრო სუსტია და ისრაელი უფრო ძლიერია.

ამავდროულად, უმთავრესია ის რომ ყველამ გაიგო:

  • ისრაელის მტრები ირანში უსაფრთხოდ არ არიან.
  • ისრაელის მტრები არ არიან დაცულები ლიბანში.
  • ისრაელის მტრები ღაზაში უსაფრთხოდ არ არიან.
  • ისრაელის მტრები არსად არიან უსაფრთხოდ!

დაუდექით ისრაელს გვერდში, დაუჭირეთ მას მხარი. დღეს ისრაელის გვერდით დგომა, სიმართლისა და სინათლის მხარეს დგომას ნიშნავს. ისტორია კი სწორ მხარეს მუდამ იმახსოვრებს.

ეს არ არის დასასრული; ეს არის ახალი თავის დასაწყისი, სადაც ებრაული სახელმწიფოს მტრებმა იციან, რომ მათი დრო იწურება.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael