ლიბანურმა წყაროებმა, რომლებიც დაკავშირებულია ჰეზბოლასთან, 2 ნოემბერს, შაბათს ნაშუადღევს  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელის საზღვაო ძალების დიდი ჯგუფი, ჩავიდა ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ბატრუნის სანაპიროსთან, ისრაელის საზღვრიდან 140 კილომეტრში და იქ დააკავეს ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. რამდენიმე საათის შემდეგ, ინფორმაცია მაღალი რანგის მებრძოლის დაკავების შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახურმა დაადასტურა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული, რომელსაც ღირებული ინფორმაცია აქვს, ისრაელშია გადაყვანილი და იკითხება.

არაბული მედიის ცნობით, ოპერაციაში 25-მდე მებრძოლი მონაწილეობდა.

დაკავებული ლიბანის საზღვაო ძალების ოფიცერი იმად ამჰაზია, რომელიც ასევე ითვლება ჰეზბოლას საზღვაო ქვედანაყოფის მეთაურად ან სულ მცირე ასოცირდება ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან. დაკავების დროს ის იმყოფებოდა ბათრუნის სანაპიროზე მდებარე აგარაკზე.

ამჰაზის ვინაობის შესახებ ამ დრომდე ურთიერთგამომრიცხავი დეტალებია. საუდის არხის ტელეარხი Al-Hadat ირწმუნება, რომ ჰეზბოლას წყაროები უარყოფენ ამჰაზთან რაიმე კავშირს. ლიბანური ტელეარხი Al-Jadeed იუწყება, რომ ამჰაზი ლიბანის საზღვაო ძალების ოფიცერია და იმავდროულად დაკავშირებულია ჰეზბოლასთან. საუდის არაბეთის გამოცემა Al-Arabiya წერს, რომ ამჰაზი ლიბანის არმიაში არ მსახურობს.

ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა ალი ჰამიამ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია ბატროუნში ჩატარებული ოპერაციის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ იქიდან გაიტაცეს „სამოქალაქო და კომერციული საზღვაო გემის კაპიტანი“. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს.

ლიბანის ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ადგილობრივი მოსახლის კომენტარი,  რომელიც შეესწრო დაკავების სცენას. მისი თქმით, უცნობი წარმოშობის შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი სანაპიროზე მოულოდნელად დაეშვა,  თავისუფლად შევიდა სახლში, დააკავა ამჰაზი  და ნავებით ზღვაში გაუჩინარდა.

IDF-მა მოგვიანებით დაადასტურა, რომ საზღვაო ძალების სპეცრაზმი შაეტეტ 13 ჩავიდა ლიბანის ჩრდილოეთ სანაპიროზე და დაატყვევა ჰეზბოლას საზღვაო ქვედანაყოფის მაღალი რანგის მეთაური და ტერიტორია ჩქაროსნული კატარღებით დატოვა.

Recommended Posts

კატეგორიის გარეშე მსოფლიო

ისტორიის გალავანი – რას გვიამბობს ჩინეთის დიდი კედელი?

ჩინეთის დიდი კედელი (ჩინურად: 长城 – ჩანჩენ) წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და შთამბეჭდავ არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა და დღესაც მსოფლიოს თვალში ჩინეთის სიმტკიცისა და ცივილიზებული ტრადიციის სიმბოლოა. ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ ძვ. წ. VII საუკუნეში, როდესაც […]

Michael
მსოფლიო

„მოსადის“ ლეგენდარული  აგენტი გარდაიცვალა – რა არის ცნობილი „ჩრდილის ქალის“ შესახებ?

ალიზა მაგენი, ისრაელის სადაზვერვო საზოგადოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირი, დღეს, 14 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგენი, მეტსახელად „ჩრდილის ქალი“, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მსახურობდა დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების ინსტიტუტში და იყო პირველი და ერთადერთი ქალი, რომელმაც ორგანიზაციის […]

Michael