IDF-მა 19 დეკემბერს საღამოს იემენში ჰუსიტების სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმების დოკუმენტური ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. თავდასხმები განხორციელდა 19 დეკემბრის გამთენიისას, მალევე, მას შემდეგ, რაც  ჰუსიტებმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართლებით. ისრაელიდან დაახლოებით 2000 კილომეტრში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმაში ჩართული იყო  IDF-ის ათობით საბრძოლო და სხვა თვითმფრინავი, რომლებმაც გამოიყენეს 60-ზე მეტი ბომბი.

სხვა საკითხებთან ერთად, თავს დაესხნენ ტანკებს ბენზინითა და ნავთობით, ორ ელექტროსადგურს და 8 ბუქსირს, რომლებიც გამოიყენებოდა დიდი გემების, პლატფორმების ან სხვა ოფშორული ობიექტების გადასაადგილებლად, რომელთა გადაადგილება მათი დახმარების გარეშე რთულია ან საშიშია. IDF განმარტავს, რომ ამ ობიექტების განეიტრალება დიდ ზიანს აყენებს ჰუსიტების სამხედრო შესაძლებლობებს.

IDF-მა ამ გემებზე თავდასხმის მომენტის ვიდეომასალა და პილოტების კომენტარები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “ეს იყო მშვენიერი კადრი, ალფა, ძალიან კარგად გაკეთებული”. ოპერაციაში ბომბდამშენების გარდა, საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

იემენზე თავდასხმა განხორციელდა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, რაც ისრაელში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა, რაც იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის მოახლოების ნიშანი იყო. არმია განმარტავს, რომ IDF-ის ოპერაცია იემენში, კოდური სახელწოდებით “თეთრი ქალაქი”, მზადდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და არ გულისხმობდა გუშინვე შეტევას. თუმცა პროცესი დაჩქარდა.

ამჟამინდელი თავდასხმა ჰუსიტებზე ომის დაწყებიდან მესამე იყო, მაგრამ პირველად განხორციელდა თავდასხმები ქვეყნის დედაქალაქ სანაზე. წინა ორის შემთხვევაში დედქალაქი სამიზნე არ  ყოფილა. ისრაელის არმიის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამიზნე იყო ტერორისტული დაჯგუფების ობიექტები იემენის დასავლეთ სანაპიროზე და შიდა მხარეს, ჰოდეიდას პორტის ჩათვლით.

19 დეკემბერს ნაშუადღევს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა ვიდეო მესიჯი იემენის შესახებ, რომელშიც განაცხადა, რომ „ჰუსიტებს საკუთარი გამოცდილებიდან მოუწევთ ისწავლონ, თუ რა ემართება მათ, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ხელებს აღმართავს“.

2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ჰუსიტებმა ისრაელისკენ 200-ზე მეტი რაკეტა და 170 დრონი გაუშვეს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეჩერდა, ჩაიჭრა და განადგურდა.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael