ირანის რეჟიმმა ისრაელზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმით წითელი ხაზები გადალახა. 200 რაკეტა პირდაპირ ებრაული სახელმწიფოს გულზე! ისრაელის მტრები – ჰამასი, ჰეზბოლა და თავად ირანის ისლამური რეჟიმი – როგორც ჩანს, ორიენტირებულია რეგიონული ომის პროვოცირებაზე. მაგრამ აი სიმართლე: მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა.

ისრაელის არმიამ ნათლად განაცხადა – ამ თავდასხმას “სერიოზული და მნიშვნელოვანი” პასუხი მოჰყვება. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გააფრთხილა, რომ ირანი “გადაიხდის ამისთვის”.  მანამდე ნეთანიაჰუმ ჰამასი გააფრთხილა, შემდეგ ჰეზბოლა – შედეგი კი ყველამ ვიხილეთ. გვახსოვს ჰამასის ლიდერები, მათი განადგურება, მათ შორის ჰანიესი, ზუსტადაც ირანის დედაქალაქ თეირანში და ჰეზბოლას ლიდერშიფის მასობრივი ლიკვიდაცია ბეირუთში, ბოლო დღეებში. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ისრაელი  თამაშებს არ თამაშობს. ის რეალურად მოქმედებს.

ამავდროულად, ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათი  არმია სრულად ფუნქციონირებს და მზად არის დარტყმა მიაყენოს ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ითხოვს თავშეკავებას და ისრაელს მოუწოდებს,  თავი აარიდოს ირანის ბირთვულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას, მოდი ვიყოთ მკაფიო: ისრაელისთვის ეროვნული უსაფრთხოება პირველ ადგილზეა.

ისრაელის  ხალხი ათასობით წელია ბრძოლაშია და ისრაელი არ აპირებს უკან დახევას ტერორისტების ლაჩრული თავდასხმების გამო.

  • ეს არის ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
  • ეს არის ომი სინათლესა და სიბნელეს შორის.
  • ეს არის ომი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

Recommended Posts

სტატიები

რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს: ევროკავშირმა “ოცნებას” ვადა 31 აგვისტომდე მისცა

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსთვის მკაფიო და უჩვეულოდ მკაცრი გზავნილით დასრულდა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, კაია კალასმა, ღიად და გამოკვეთილად განაცხადა: „დემოკრატიაზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხრიდან სულ უფრო მძიმე ხდება, და თუ ასე გაგრძელდა — ამას მოჰყვება შედეგები“. ევროკავშირმა უკვე დაასახელა […]

Michael
მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael