მას შემდეგ, რაც ოფიცერი  იედიდია ბლოხი მძიმედ დაშავდა ლიბანში სიმხატ  თორას დილას, იგი გადაიყვანეს ჰაიფას RAMBAM-ის ჰოსპიტალში. ექვსი დღის განმავლობაში ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ, გამოეცხადებინათ მებრძოლის გარდაცვალება. გმირულად დაღუპული მებრძოლის ოჯახმა, მიუხედავად დანაკარგის სიმძიმისა, გადაწყვიტა იედიდიას ორგანოების გაჩუქება და სხვა ადამიანების სისოცხლეები გადარჩენა.

32 წლის იედიდია ბლოხს დარჩა ცოლი საპირი, რომელიც რვა თვის ორსულია, მისი მშობლები და შვიდი და-ძმა.

გმირის გული გადაუნერგეს 57 წლის მამაკაცს სამედიცინო ცენტრ შიბაში, ფილტვები 69 წლის პაციენტს ბეილინსონის ჰოსპიტალში, ღვიძლი 47 წლის ქალს იხილოვში, ღვიძლის წილი კი 9 წლის ბავშვს  შნაიდერის საავადმყოფოში. 15 წლის პაციენტმა შნაიდერის საავადმყოფოში და 74 წლის პაციენტმა ბეილინსონში მიიღეს თირკმელები.

გმირულად დაღუპული მეომრის ოჯახის წევრები ამბობენ: ”იედიდია დაიბადა და ცხოვრობდა მევო-ხორონში, მას უყვარდა მოგზაურობა, იცოდა ქვეყნის ყველა გზა. მას უყვარდა მეგობრები და ოჯახი, უყვარდა სიცოცხლე’’.

ბოლო წელს, რკინის ხმლების ომის დროს, ის მსახურობდა ფრონტის ხაზზე, როგორც სპეცრაზმის ჯარისკაცი. მისი ბოლო ოპერაციის დროს, სიმხატ თორას დილას, იედიდიას დანაყოფი მონაწილეობდა მისგავ ამის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში ტერორისტული უჯრედების გასუფთავებაში. რაზმი რთულ ბრძოლაში შევიდა ტერორისტებთან. რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. იედიდიამ გაანადგურა ტერორისტები და მოახერხა მათი წინსვლის შეფერხება, რამაც შესაძლებელი გახადა ჩვენი დაჭრილების ევაკუაცია. დაახლოებით ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ, თავად იედიდიამ თავის არეში ტყვიით მიიღო ჭრილობა. მისი ევაკუაცია განხორციელდა ძლიერი ხანძრის შედეგად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

ისრაელში არსებობს „ადი“ დონორის ბარათი, რომლის რეგისტრაცია ნიშნავს ცალსახა თანხმობას ორგანოს დონაციაზე გარდაცვალების შემდეგ. 2008 წლის ტრანსპლანტაციის კანონში შეტანილი სპეციალური მუხლის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ Adi ბარათი, იღებენ უპირატესობას, როდესაც საჭიროა ორგანოების გადანერგვა საკუთარი თავისთვის ან მათი ახლო ნათესავების მიმართ. ყველა ისრაელელს,  17 წლიდან  შეუძლია მიმართოს Adi-ს დონორის ბარათს.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael