“ტირანი დაეცა, ხალხი თავისუფალია.”- ეს არის ძახილი, რომელიც ექოსავით გაისმა დამასკოს ქუჩებში, როდესაც სირიელებმა გაიგეს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლა. მაგრამ სანამ სირიელები ბედნიერობენ და ზეიმობენ,  ისრაელელებს  აქვთ  კრიტიკული კითხვა: ქმნის თუ არა ასადის დაცემა მშვიდობის გზას – თუ წინ ახალი საფრთხის უფსკრულია?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გოლანის მაღლობებზე სტუმრობისას ნათლად თქვა: „ასადის რეჟიმის დაშლა დიდ შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ასევე სავსეა მნიშვნელოვანი საფრთხეებით“. ის არ ცდება. ისრაელისთვის ასადის რკინის მუშტის მმართველობის დასასრული ისტორიული მომენტიც არის და ბომბიც.

ასადის რეჟიმის დაშლა არის უდიდესი დარტყმა ირანისა და ჰეზბოლასთვის. თეირანმა მილიარდები დახარჯა ასადის მხარდასაჭერად, სირიას იარაღისა და გავლენის დერეფნად იყენებდა. ახლა, ასადის წასვლის შემდეგ, ირანის დასაყრდენი არაბულ სამყაროში იშლება. ჰეზბოლა, რომელიც უკვე დასუსტებულია ისრაელის სამხედრო კამპანიებით, აგონიაშია. მისი შესაძლებლობა, დაემუქროს ისრაელს ლიბანიდან, დიდწილად არის დამოკიდებული ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე, რომელიც ახლა უკვე ჩამოშლილია.

ასადის სირია იყო ისრაელის მოსისხლე მტერი, რომელიც ემსახურებოდა ირანული იარაღის სატრანზიტო კვანძს ჰეზბოლასთვის. მისი რეჟიმის დაცემა ასუსტებს ირანის გავლენას რეგიონში და არღვევს მის ბოროტულ  “წინააღმდეგობის ღერძს”. ეს არის კარგი ამბავი. მაგრამ ახალი სირია შორს არის სტაბილურისაგან. აჯანყებულები, რომლებმაც დაამხეს ასადი, წარმოადგენენ ჯგუფების ერთობლიობას, ალ-ქაიდასა და სუნიტ ჯიჰადისტების. აჯანყებულთა ლიდერს, აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანს, საკამათო წარსული აქვს და მისი კოალიციის შემადგენლობა უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებს იძლევა. ისრაელის პირველი პრიორიტეტი ნათელია: გოლანის სიმაღლეების დაცვა. IDF-მ უკვე გააძლიერა თავისი პოზიციები, განათავსა ტანკები ბუფერულ ზონაში და დაარტყა ქიმიური იარაღის ობიექტს, რათა ის არ მოხვდეს საშიშ ხელში. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის სახელმწიფო“.

თეორიულად კი. ნეთანიაჰუმ მშვიდობის ხელი გაუწოდა სირიაში ზომიერ ძალებს, მათ შორის დრუზებს, ქურთებს, ქრისტიანებს და ნებისმიერ მუსლიმს, ვისაც სურს იცხოვროს ისრაელთან ჰარმონიაში. მაგრამ ვიყოთ რეალისტები. სირიის ახალი მმართველები არაპროგნოზირებადი ნაზავია, ხოლო ისრაელის ისტორია ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან მწარეა. ისეთმა ჯგუფებმა, როგორიცაა ჰამასი და ჰეზბოლა, გვაჩვენეს, რომ ისლამისტური ფრაქციები იშვიათად არიან დაინტერესებული მშვიდობით, მიუხედავად ’’ზეთისხილის რტოების მოფენისა’’(ისრაელის მხრიდან).

თუმცა, მიუხედავად რისკებისა, ისრაელი უნიკალურ მდგომარეობაშია სირიის მომავალზე გავლენის მოხდენისთვის. ზომიერ ძალებზე დახმარებისა და თანამშრომლობის გავრცელებით, მას  შეუძლია  დათესოს სტაბილურობის თესლი. აბრაამის შეთანხმება ადასტურებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუნდაც მტრებით დატვირთულ რეგიონში.

Recommended Posts

მსოფლიო

ისრაელში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს უსაფრთხოების წესები

ისრაელურმა სტარტაპმა „Scanary-მა“ წარადგინა ინოვაციური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, საზოგადოებრივად ხალხმრავალ ადგილებში — სტადიონებზე, აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში — ადამიანების უსაფრთხოების სკრინინგი მოხდეს სწრაფად, შეჩერების, რიგებისა და პირადი სივრცის დარღვევის გარეშე. თელ-ავივში დაფუძნებული კომპანია ამ კვირაში საჯაროდ წარდგა და განაცხადა, რომ უკვე […]

Michael
მსოფლიო

ისრაელის პასუხი სუვეიდას მოვლენებზე: „დავიცავთ ჩვენს დრუზ ძმებს“

სირიასა და ისრაელს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში შევიდა: ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაბომბეს სირიის თავდაცვის სამინისტროსა და არმიის შტაბი დამასკოში. თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ეს იყო პირდაპირი პასუხი სუვეიდას რეგიონში დრუზების წინააღმდეგ სირიის რეჟიმის აგრესიულ ქმედებებზე. „ისრაელი არ მიატოვებს სირიაში მცხოვრებ […]

Michael