ისრაელი ცდილობს მოძებნოს ჯაშუშ ელი კოენის ნეშტი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს დამასკოში 1965 წელს. ლიბანური გაზეთ Al-Akhbar-ის თანახმად, რომელიც ჰეზბოლას უკავშირდება, იერუსალიმმა დაიწყო კონტაქტები სირიაში, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ, მისი სამარხის  დასადგენად. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში შეცვლილი ვითარება მათ საშუალებას მისცემს, ისრაელში დააბრუნონ ისრაელის დაზვერვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აგენტის ნეშტი.

კოენის ოჯახმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პოლიტიკური გარემოებები საშუალებას მისცემს მისი ცხედარი დააბრუნეს ისრაელში დასაკრძალავად. მის ქვრივ ნადია კოენს მიაჩნია, რომ ეს იშვიათი შესაძლებლობაა, რომლითაც ისრაელმა უნდა ისარგებლოს.

ელი კოენის ქვრივი

ელი კოენი იყო ისრაელის ლეგენდარული ჯაშუში. ის დაიბადა როგორც ეგვიპტელი ებრაელი, ალექსანდრიაში 1924 წელს. კოენმა, რომელიც სირიაში შევიდა ბიზნესმენის, კამალ ამინ ტაბატის საფარქვეშ და თავი გაასაღა ლათინურ ამერიკაში ემიგრაციაში წასული სირიელი ოჯახის წევრად,  მოახერხა კავშირების დამყარება ქვეყნის უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ და სამხედრო ჩინოვნიკებთან. თავისი საქმიანობის მწვერვალზე კოენი იყო სირიის თავდაცვის მდივნის მოადგილის კანდიდატი.

ელი კოენი ფარულად მუშაობდა სირიაში 1962-1965 წლებში. მან ასობით მოხსენება გაუგზავნა ისრაელს, რომლებიც დაეხმარა ებრაულ სახელმწიფოს 1967 წლის ექვსდღიანი ომის მოგებაში.

ამ დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანს ისრაელის ჯაშუში ელი კოენი, სირიაში, მაჯის საათი, რომელსაც ის ატარებს 2018 წელს მოიპოვა მოსადმა.

1965 წლის იანვარში იგი ამხილეს და დააკავეს სირიის დაზვერვის ოფიცრებმა. კოენის რადიოგადამცემი საბჭოთა აღჭურვილობის გამოყენებით აღმოაჩინეს. თავად დაზვერვის ოფიცერი დააპატიმრეს და რამდენიმე თვის შემდეგ საჯაროდ ჩამოახრჩვეს დამასკოს მოედანზე. ის სირიის დედაქალაქის ებრაულ სასაფლაოზე დაკრძალეს. ხუთი წლის შემდეგ ისრაელელებმა კოენის ცხედრის მოპარვა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. რის გამოც,  იგი ხელახლა დაკრძალეს უკვე ფარულ ადგილას.

ბოლო წლებში ისრაელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნეშტების დაბრუნებაზე რუსეთის შუამავლობით, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ელი კოენი სირიელებმა აღწერეს, როგორც “უდიდესი ისრაელის ჯაშუშებს შორის, რომლებიც ოდესმე მოქმედებდნენ არაბულ ქვეყანაში”.

კოენის ისტორია მოთხრობილია Netflix-ის ექვს ეპიზოდურ მინი სერიალში The Spy. საშა ბარონ კოენი თამაშობს ლეგენდარულ საიდუმლო აგენტს. სერიალი ასახავს ელი კოენის ტრანსფორმაციას ოფისის თანამშრომლიდან მოსადის ოპერატიულად და  სირიელ პოლიტიკურ აქტორად, ჯაშუშობის გაბედულ ზღაპარში, რომელიც უფრო ჰგავს ჯეიმს ბონდის თრილერს, ვიდრე ისტორიის წიგნს. თუმცა კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ სერიალი ნამდვილ ამბებზე დაყრდნობითაა გადაღებული.



Recommended Posts

მსოფლიო

ისრაელში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს უსაფრთხოების წესები

ისრაელურმა სტარტაპმა „Scanary-მა“ წარადგინა ინოვაციური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, საზოგადოებრივად ხალხმრავალ ადგილებში — სტადიონებზე, აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში — ადამიანების უსაფრთხოების სკრინინგი მოხდეს სწრაფად, შეჩერების, რიგებისა და პირადი სივრცის დარღვევის გარეშე. თელ-ავივში დაფუძნებული კომპანია ამ კვირაში საჯაროდ წარდგა და განაცხადა, რომ უკვე […]

Michael
მსოფლიო

ისრაელის პასუხი სუვეიდას მოვლენებზე: „დავიცავთ ჩვენს დრუზ ძმებს“

სირიასა და ისრაელს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში შევიდა: ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაბომბეს სირიის თავდაცვის სამინისტროსა და არმიის შტაბი დამასკოში. თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ეს იყო პირდაპირი პასუხი სუვეიდას რეგიონში დრუზების წინააღმდეგ სირიის რეჟიმის აგრესიულ ქმედებებზე. „ისრაელი არ მიატოვებს სირიაში მცხოვრებ […]

Michael