ლიბანურმა წყაროებმა, რომლებიც დაკავშირებულია ჰეზბოლასთან, 2 ნოემბერს, შაბათს ნაშუადღევს  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელის საზღვაო ძალების დიდი ჯგუფი, ჩავიდა ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ბატრუნის სანაპიროსთან, ისრაელის საზღვრიდან 140 კილომეტრში და იქ დააკავეს ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. რამდენიმე საათის შემდეგ, ინფორმაცია მაღალი რანგის მებრძოლის დაკავების შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახურმა დაადასტურა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული, რომელსაც ღირებული ინფორმაცია აქვს, ისრაელშია გადაყვანილი და იკითხება.

არაბული მედიის ცნობით, ოპერაციაში 25-მდე მებრძოლი მონაწილეობდა.

დაკავებული ლიბანის საზღვაო ძალების ოფიცერი იმად ამჰაზია, რომელიც ასევე ითვლება ჰეზბოლას საზღვაო ქვედანაყოფის მეთაურად ან სულ მცირე ასოცირდება ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან. დაკავების დროს ის იმყოფებოდა ბათრუნის სანაპიროზე მდებარე აგარაკზე.

ამჰაზის ვინაობის შესახებ ამ დრომდე ურთიერთგამომრიცხავი დეტალებია. საუდის არხის ტელეარხი Al-Hadat ირწმუნება, რომ ჰეზბოლას წყაროები უარყოფენ ამჰაზთან რაიმე კავშირს. ლიბანური ტელეარხი Al-Jadeed იუწყება, რომ ამჰაზი ლიბანის საზღვაო ძალების ოფიცერია და იმავდროულად დაკავშირებულია ჰეზბოლასთან. საუდის არაბეთის გამოცემა Al-Arabiya წერს, რომ ამჰაზი ლიბანის არმიაში არ მსახურობს.

ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა ალი ჰამიამ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია ბატროუნში ჩატარებული ოპერაციის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ იქიდან გაიტაცეს „სამოქალაქო და კომერციული საზღვაო გემის კაპიტანი“. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს.

ლიბანის ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ადგილობრივი მოსახლის კომენტარი,  რომელიც შეესწრო დაკავების სცენას. მისი თქმით, უცნობი წარმოშობის შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი სანაპიროზე მოულოდნელად დაეშვა,  თავისუფლად შევიდა სახლში, დააკავა ამჰაზი  და ნავებით ზღვაში გაუჩინარდა.

IDF-მა მოგვიანებით დაადასტურა, რომ საზღვაო ძალების სპეცრაზმი შაეტეტ 13 ჩავიდა ლიბანის ჩრდილოეთ სანაპიროზე და დაატყვევა ჰეზბოლას საზღვაო ქვედანაყოფის მაღალი რანგის მეთაური და ტერიტორია ჩქაროსნული კატარღებით დატოვა.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael