გრეტა ტუნბერგი ევროპაში დაბრუნდა ისრაელში ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, და ამჯერად ისრაელის ხელისუფლებას “დაუნდობელ მოპყრობაში” ადანაშაულებს. თუმცა დეტალების დაზუსტებისას ირკვევა, რომ მისი მთავარი პრეტენზია მხოლოდ ერთ რამეს ეხება: მას არ მისცეს საშუალება, დამშვიდობებოდა მეგობრებს, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერები.

“დემონიზებული” კლიმატ-აქტივისტი

ევროპაში, კერძოდ კი პარიზში დაბრუნებისთანავე, გრეტა ტუნბერგმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელმა მასთან „დემონიზებული და არაჰუმანური“ დამოკიდებულება გამოავლინა. როცა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, კონკრეტულად რა სახის მოპყრობაზე ჰქონდა საუბარი, ტუნბერგმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ უპასუხა: ვერ შევძელი მეგობრებთან დამშვიდობება“.

გრეტას „მეგობრები“ კი არიან ადამიანები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს  სისხლიან ტერორისტულ ორგანიზაციებს ჰამასსა და ჰიზბოლას. მათ შორის:

•       ტიაგო ავილა — ბრაზილიელი აქტივისტი, რომელიც არ მალავს სიმპათიას ჰიზბოლასადმი; ის ისრაელის მიერ განადგურებული ნასრალას გასვენებაშიც კი იყო ბეირუთში.  

•       იასემინ აკარი — გერმანიის მოქალაქე აქტივისტი, რომელმაც ბერლინში დემონსტრაციის დროს პოლიციას აგინა და საჯაროდ იზეიმა ირანის სარაკეტო იერიში ისრაელზე.

ისრაელის პოზიცია: ოპერაცია უსაფრთხოებისთვის

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, გემი, რომლითაც ტუნბერგი და მისი თანამზრახველები ღაზაში მიემართებოდნენ, შეაჩერეს ჰუმანიტარული მიზნების „ფარსის“ გამო — მოქმედების კოორდინატორები იყვნენ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერები, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა როგორც ღაზის მოსახლეობისთვის, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

ისრაელმა ჯგუფის წევრები მშვიდობიანად გადმოიყვანა ნაპირას. მათ მიაწოდეს საკვები და წყალი. ძალადობა ან დამამცირებელი მოპყრობა არ დაფიქსირებულა — ამის შესახებ ისრაელში მყოფი უცხოელი ჟურნალისტებიც იტყობინებიან.

გრეტის ორმაგი სტანდარტი: ჰუმანიზმი მხოლოდ ერთ მხარეს?

საინტერესოა, რომ ტუნბერგმა და მისმა თანამგზავრებმა არც ერთხელ არ ახსენეს ის 600-ზე მეტი დღე, რაც ჰამასის მიერ დატყვევებულმა რეალური მძევლები ღაზაში ატარებენ — მათ შორის ქალები, ბავშვებმა და მოხუცები. კლიმატ აქტივისტმა ვერ მოიძებნა სიტყვები იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვინც დღემდე ტანჯვას განიცდის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის სტატუსით. მათ არა თუ დაგმეს 7 ოქტომბერი, პირიქით, სავარაუდოდ, იზეიმეს კიდეც, ისევე როგორც იასემინ აკარმა საჯაროდ და ღიად ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიში იზეიმა.

დასკვნა: პოლიტიკა კლიმატის საფარქვეშ

გრეტა ტუნბერგი, რომელიც მსოფლიომ კლიმატური სამართლიანობის სიმბოლოდ გაიცნო, სულ უფრო მეტად ინაცვლებს უკიდურესი მემარცხენე  რადიკალური პოლიტიკის სფეროში. ჰუმანიტარული ლოზუნგების ფონზე ის ახლოსააა  დაჯგუფებებსა და აქტივისტებთან, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ძალადობას, ტერორს და ანტისემიტურ რიტორიკას.

მისი ქმედება ღაზაში ჰუმანიზმის საფარქვეშ შესაძლოა, რიგითი მოქალაქისთვის სიმპათიასაც იწვევდეს — მაგრამ რეალობაში ეს გახდა პოლიტიკური სპექტაკლი, რომელშიც მთავარი ტრაგედია — მძევლები და ტერორის მსხვერპლნი — სრულად იქნა იგნორირებული და დავიწყებული.

Recommended Posts

მსოფლიო სტატიები

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი სამუდამოდ შეცვალა — აი, როგორ

2025 წლის 21 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა — არა მშვიდი დიპლომატიური მოლაპარაკებით, არამედ ირანის ცაზე ავიაციის ზუზუნით და დამანგრეველი ძალით. უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მ უმძიმესი დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ ობიექტებს: გამოყენებული იქნა 6 ერთეული GBU-57 ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი და 30 „ტომაჰავკის“ რაკეტა. […]

Michael
მსოფლიო სტატიები

მამადი — ისრაელური თავშესაფარი, რომელიც სიცოცხლეს იცავს

ისრაელში თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლსა და შენობას აქვს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც, ალბათ, ქვეყნის სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ რეალობას ყველაზე კარგად ასახავს — მამადი. ეს სიტყვა ებრაული აბრევიატურაა და ნიშნავს: מרחב מוגן דירתי – “ბინაში არსებული დაცული სივრცე”. როგორია მამადის დანიშნულება? მამადი არის სპეციალურად […]

Michael