მძიმე წონაში კრივში მსოფლიო ჩემპიონმა ოლექსანდრ უსიკმა ბრიტანელ ტაისონ ფიურიზე მეორე გამარჯვების შემდეგ ხმალი რომელიც უკრაინელ ჰეტმან ივან მაზეპას ეკუთვნოდა რინგზე აიტანა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უსიკმა თქვა, რომ ფურიზე გამარჯვება დედას, ნადია პეტროვნას მიუძღვნა.

“მინდა მივუძღვნა ეს გამარჯვება დედაჩემს, ნადია პეტროვნას, რომელიც ძალიან ღელავს ჩემზე და მრავალი წელია ნერვიულობს, და ყველა უკრაინელ დედას”, – განაცხადა ჩემპიონმა ბრძოლის შემდეგ.

რინგზე ხმლის ატანით, უსიკმა მსოფლიოს შეახსენა გამოჩენილი ჰეტმანი, რომელიც სამასი წლის წინ უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.

“მე გავიმარჯვე. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა – ჩემმა შვილებმაც მოიგეს ძიუდოში. მათ მითხრეს: “მამა, შემდეგი შენ ხარ”, – აღნიშნა უკრაინელმა.

მე-17 საუკუნის ხმალი უკრაინიდან რიადში ჩაიტანეს. ის  ზოგადად ჩერნიგოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება. იგი მიწოდებული იქნა ყველა წესის დაცვით და მუზეუმის სპეციალისტების მეთვალყურეობით. ნათქვამია, რომ პირველად კრივის ისტორიაში მუზეუმის ექსპონატის რინგზე შეტანის უფლება გაიცა.

საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში დასრულდა გრანდიოზული საჩემპიონო რევანში პლანეტის ორ უძლიერეს სუპერმძიმეწონოსანს შორის – ბრიტანელი ტაისონ ფიური ცდილობდა რევანში აეღო უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან 19 მაისს განცდილი მარცხისთვის. უკრაინელმა საჩემპიონო ქამრები დაიცვა. ბრძოლა დაძაბული გამოდგა, 12-ვე რაუნდი გაგრძელდა და მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა.

სამივე მსაჯმა უპირატესობა უსიკს მიანიჭა – 116:112, 116:112, 116:112. ახლა უკრაინელს 23-დან 23 მოგება აქვს პროფესიულ რინგზე. ის ფლობს სამ საჩემპიონო ქამარს, მაგრამ არ მიიჩნევა აბსოლუტურ ჩემპიონად, რადგან ადრე მის მფლობელობაში არსებული IBF-ის ტიტული დღეს დანიელ დუბუას ეკუთვნის. როგორც ჩანს, სწორედ ის იქნება უკრაინელის მორიგი მეტოქე.

ივან მაზეპა იყო უკრაინელი სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერი, რომელიც ატარებდა ზაპოროჟიისა და უკრაინის მარცხენა სანაპიროს ჰეტმანის წოდებას 1687–1708 წლებში. მაზეპას ცხოვრების ისტორიულმა ეპიზოდებმა გავლენა მოახდინა მრავალ სალიტერატურო, ხელოვნებისა და მუსიკალურ ნამუშევრებზე. იგი ცნობილი იყო, როგორც ხელოვნების ქომაგი.

1687-1708 წლებში მაზეპა, ზაპოროჟიეს კაზაკთა ჯარების ჰეტმანი და უკრაინის ვრცელი ტერიტორიის მმართველი, ეკლესიის დიდი მფარველი იყო და მისი დახმარებით აშენდა არაერთი ეკლესია-მონასტერი, მათ შორის, კიევის ცენტრში, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ლავრა, მასთან დაკავშირებული საეკლესიო კომპლექსი და წმინდანთა საძვალე.

Recommended Posts

სტატიები

მოსადის კოზირი დამასკოში: ელი კოენი — კაცი, რომელმაც ისრაელი გოლანზე აიყვანა

ელი კოენი (Éli Cohen) იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისრაელელი ჯაშუში, რომლის საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელისთვის სირიის წინააღმდეგ 1967 წლის „ექვსდღიან ომში“ გამარჯვებისთვის. ის დაიბადა 1924 წელს ეგვიპტეში ებრაულ ოჯახში და მოგვიანებით გადასახლდა ისრაელში. 1960-იან წლებში ისრაელის დაზვერვის სამსახურმა „მოსადმა“ იგი გაგზავნა […]

Michael
სტატიები

ჰუან დი – ყვითელი იმპერატორი და ჩინელი ერის სიმბოლო

ჩინელები ტრადიციულად საკუთარ თავს ჰუან დის, ანუ ყვითელი იმპერატორის, შთამომავლებად მიიჩნევენ. ჰუან დი ერთ-ერთი უძველესი და საკრალური ფიგურაა ჩინურ მითოლოგიასა და კულტურულ მეხსიერებაში. მისი ისტორია არა მხოლოდ მითს, არამედ ჩინური ცივილიზაციის საწყის იდეალებს ასახავს.   ჩინური ქრონიკებისა და მეოცე საუკუნეში უნივერსალური კალენდრის გამოყენებით […]

Michael