Michael Khachidze - მიშა ხაჩიძე ✌️
1.83K subscribers
14.8K photos
6.44K videos
352 links
🌍 მსოფლიო ჩემთან ერთად

რეალური, აქტუალური, საინტერესო და გადამოწმებული ინფორმაცია.

https://www.michaelkhachidze.ge
Download Telegram
🇺🇸 თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, განაცხადა პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა. მან ტრამპსა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს „კარგი“ უწოდა.
🇮🇷🇺🇸☢️ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს ირანთან კვირას დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებების წინ:

🔹ფორდოუს, ნატანცის და ისპაჰანის სამი ურანის გამდიდრების ობიექტი უნდა დაიშალოს.

🔹ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის არსებობა აღარ შეიძლება.
მათ არ უნდა მიეცეთ ცენტრიფუგების ქონის უფლება.

🔹ეს ჩვენი წითელი ხაზია - გამდიდრება აკრძალულია!

🔹ჩვენ არ შევეგუებით ირანთან ცუდ შეთანხმებას. თუ ვიგრძნობთ, რომ შეთანხმება ძლიერი არ არის, ჩვენ დავტოვებთ მას.
თუ ვიგრძნობთ, რომ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული არ იქნება, სხვა გზას ავირჩევთ.

🔹ირანმა აიღო ვალდებულება, რიმ არ შექმნის ბირთვულ იარაღს და ჩვენ ამ ვალდებულებას სერიოზულად ვეკიდებით.
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
🇮🇷💥🔥ირანში ქალაქის მაცხოვრებლების მიერ გავრცელებული აფეთქებების შემდეგ, ირანის შირაზის მთებში ხანძარზეც ვრცელდება ინფორმაცია.
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
🇮🇳🇵🇰💥 ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პენჯაბის შტატში, ქალაქ ამრიცართან მდებარე ერთ-ერთ სოფელში პაკისტანის ავიაციის მხრიდან ჩამოვარდნილი ჭურვის მსგავსი ობიექტი გაანეიტრალეს.
🇮🇳🇵🇰 ცოტა ხნის წინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დელიში, საკუთარ რეზიდენციაში მაღალი დონის შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრ რაჯნატ სინგჰთან, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ აჯიტ დოვალთან, გენშტაბის და ყველა შეიარაღებული ძალების უფროსებთან.
🇺🇸🇪🇺🇷🇺 Bloomberg:
აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები განიხილავენ პუტინისთვის ულტიმატუმის წაყენებას, რათა დათანხმდეს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასთან ომში.
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
🇮🇳🇵🇰- კადრები სიალკოტიდან, პაკისტანი. ინდოეთის მასშტაბური შეტევაა დრონებით.
⚠️⚠️⚠️ აშშ-ის საელჩო უკაინაში კიევზე შესაძლო მასშტაბური საჰაერო დარტყმების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

- - -

კი მაგრამ ტრამპის ეპოქაში საელჩოებს ცნობათა ბიუროს ფუნქცია დაეკისრათ? თბილისის ბომბის განგაშისა არ იყოს. 🤷🏻‍♂️🤷🏻‍♂️🤦‍♂️
🇮🇳🇵🇰💥 პაკისტანის სამხედრო ანგარიშები ამჟამად იუწყებიან, რომ პაკისტანმა გუშინ ღამით ჩინეთისგან ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო. ეს ნაბიჯი აძლიერებს პაკისტანის მრავალშრიან საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს რეგიონული დინამიკის ცვლილების ფონზე.

პაკისტანის საჰაერო ძალების მეთაურმა დღეს საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს ძალიან დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის ისეთი, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპერბგერითი რაკეტების ჩაჭერა.
⚡️🇮🇳✈️ ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაცია დროებით აჩერებს სამოქალაქო რეისებს ქვეყნის 32 აეროპორტში.
🇮🇱🇮🇷 Yedioth Ahronoth, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ:

„ისრაელი განიხილავს ირანის სამიზნეებზე თავდასხმას ჰუსიტების მიერ გაშვებული რაკეტების საპასუხოდ“.
🇮🇷🇷🇺 აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Reuters-თან განაცხადეს, რომ ირანი ემზადება რუსეთისთვის მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გაგზავნისთვის.

ამ ეტაპზე საუბარია FATEH-360 რაკეტების გამშვებებზე, რომლის გადაცემის შემდეგ უშუალოდ რაკეტების გაგზავნაც იგეგმება.
ტრამპს უთქვამს, ინდოეთი-პაკისტანის კონფლიქტში ჩავერევი და მოვაგვარებო.
კაცი სადაც ჩაერია, ყველგან ყველაფერი უფრო არ არია?! მგონი, სჯობს დაიძინოს. მერე რა რომ შტატებში შუადღეა. სიესტა გააკეთოს დახვეწილი ევროპელივით. 😂🤦‍♂️🤷🏻‍♂️
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
🇵🇰🇮🇳 — პაკისტანის პენჯაბის შტატის ქალაქ კასურში საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო პაკისტანის სახმელეთო ძალების 69-IIMP ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების (MBT) გადაადგილება შეინიშნება.